მე შენ გელოდი, მოსვლა მაინც დააგვიანე,
სხეულის თითო უჯრედიდან გეძახდი: - მოდი,
შენ არ გესმოდა, სხვა ბილიკებს, ქარებს მისდევდი,
სხვა იალაღებს, სირინოზებს
დაჰყავდი ოდით.
და უკვე როცა დავიცალე ცდით და ლოდინით,
გავშალე თმები და მივეცი ტურფა აისებს,
ახლა შენს გულში სიყვარულის ცეცხლი ბრიალებს,
მოდი და ერთად შევეგებოთ სევდის დაისებს.
No comments:
Post a Comment