მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე
ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს მრავალშვილიან ოჯახში. მამა მეცნიერ-მუშაკი, რამდენიმე
წიგნის ავტორი შრომის ეკონომიკაში, კითხულობდა ლექციებს თსუ- ში, დედა- უკრაინელი,
განათლებით ეკონომისტი. 1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. იმავე
წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო
მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე
დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში.
1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის
კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც კანდიდ ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა, ლაბორანტის, უმცროსი,
ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი
ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში".
2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში.
ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ამასთან კერძოდ ვეწეოდი პედაგოგიურ
საქმიანობას - რეპეტიტორობას წლების მანძილზე. ამჟამად ვთანამშრომლობ საბავშვო-ლიტერატურულ
ჟურნალ "დილასთან", სადაც იბეჭდება ჩემი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები.
ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით.
2012 წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა "მწერლის გაზეთში" (2012წელი, N 6), შემდგომ გაზეთებში
"ქართული სიტყვა", "ლიტერატურული
მესხეთი", ჟურნალი "ოლე". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის
"შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს
"ემიგრანტის წერილის" ფინალისტი ესსეებში, , ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის"
ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ
კონკურსში "ბუკნაჭო" ზღაპრისთვის "ფანქრის მთლელი". ამავე წელს
კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ
ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" 2017 და 2018 წლების ერთ-ერთი ნომინანტი.
2018 წელს გავხდი კონკურს "ივერია" ერთ-ერთი ნომინანტი : წლის საუკეთესო
ნოვეელა". ჩემი ლექსები, მოთხრობები და ესეები შეტანილია სხვადასხვა წიგნებსა
და ჟურნალებში. ვარ ოთხი წიგნის ავტორი, ერთი
საბავშვო კრებულის "იოცნებეთ ყველამ" (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები)
(2015), მეორე ლირიკული ლექსების კრებულია
"კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017), მესამე წიგნი გამოიცა 2018 წელს, ზღაპრების
კრებული, სათაურით "ფანქრის მთლელი", 2020 წელს გამოიცა ასევე მესამე საბავშვო
წიგნი "მხიარული ანაბანა", რომელიც გაფორმებულია ჩემი ილუსტრაციებით,
2021წელს გავხდი ლიტერატურული ჟურნალის ,,ანეული" სპეციალური პრიზის მფლობელი
რევაზ ინანიშვილის სახელობის ,,ერთი მოთხრობის" კონკურსში, 1922 წელს დავჯილდოვდი წმინდა ნინოს ფესტივალის მედალიონით,ასევე, , როგორც საბავშვო ავტორმა, მივიღე შიო ღვიმელის სახელობის პრემია ნაყოფიერი საქმიანობისა და საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვარ ოცზე მეტი ლექთა კრებული თანაავტორი; ,,მესხეთი ქართულ პოეზიაში", ,,ემიგრანტის დღიური", წმინდა ნინოს ფესტივალის კრებულები, ,,მინიატურული პოეზია" (სამი ტომი_, ,,მინიატურული პროზა",(ორი ტომი), ,,რომ არ მიყვარდე" (ორი ტომი), ქართული პოეზიის ანთოლოგია და ა. შ. ჩემს ლექსებზე დაწერილია ორასზე მეტი სიმღერა, ერთი გადის რადიო ,,არ დაიდარდო"ში, ავტ, ირმა კვაშილავა
როგორც მხატვარმა მივიღე მონაწილეობა სამხატვრო
გამოფენაში, რომელიც გაიმართა 2017 წლის მაისში
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ასევე . მონაწილეობა მიიღეს ჩემი ოჯახის
წევრებმა, ასევე ვმონაწილეობდი რამოდენიმე ჯგუფურ
გამოფენაში მხატვართა კავშირსა და მხატვართა ლიგაში (2020 , 2021, 2022წ.წ.), რამდენიმე ნახატი შეტანილია საგამოფენო კატალოგებში.
ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 2016 წლიდან.
No comments:
Post a Comment