აღდექ, ქართველო!
Friday, January 31, 2025
აღდექ, ქართველო!
ჩემს ძაღლს
ჩემს ძაღლს!
Thursday, January 30, 2025
მინიმა
ციური ისევ ცაშივე რჩება,
მხოლოდ დროებით ეშვება ციდან,
ხელში მიჭირავს ბაბუაწვერა,
მაგრამ გაშვება ცაში არ მინდა.
Wednesday, January 29, 2025
სიყვარულისა არა ვთქვი! (ხალხურ მოტივებზე)
სიყვარულისა არა ვთქვი!
(ხალხურ მოტივებზე)
სამშობლოს! (პატრიოტული)
2025 წლის 25 იანვარი, ელგუჯა ციგროშვილის საიუბილეო საღამო



Tuesday, January 28, 2025
სიყვარულისა არა ვთქვი
სიყვარულისა არა ვთქვი,
თქმა კი ძალიან მინდოდა,
თეთრი და შავი არაგვი
ჩემს კარზე ზედ დადიოდა.
ხან ერთი ამომძახებდა,
ხან კი მეორე ყიოდა,
თოვლმა სავალი ჩახერგა,
ფრთები რაღაში მინდოდა.
ვერა ვრჩებოდი ფორიაქს,
ზეცა ზევიდან კვირობდა,
მთას მივადექი გოლიათს,
მის ჩრდილში ძალზე ციოდა.
ხელ-ფეხი როცა შემეკრა,
ფიფქი ზედ დამაცვიოდა,
თავზე სიკვდილის მზე მედგა,
სიცოცხლე აღარ მშიოდა.
Monday, January 27, 2025
ენძელას შესახებ
I. აპრილის თვეში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ენძელის დღეს აღნიშნავენ — ეს მცენარე, ტრადიციოულად, გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება.
II. ენძელა — ბრიტანული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია და მის კულტივირებას მეტად სერიოზულად ეკიდებიან. ბრიტანელები თვლიან, რომ თუ ენძელებს სახლის ირგვლივ დარგავენ, ოჯახს ბოროტი ძალებისგან დაიცავენ.
III. ყვავილის ლათინური დასახელება — გალანტუსია (Galanthus), რაც სიტყვასიტყვით, «რძის ყვავილს» ნიშნავს. თუმცა, ენძელას ბევრი სახელი აქვს. მაგ., ჩეხეთში, მას «ფიფქებს» ეძახიან, ხოლო გერმანიაში — «თოვლის ზარებს», ინგლისში კი, «თოვლის წვეთის» და «თოვლის საყურის» ვარიანტებიც გვხვდება.
IV. ყვავილის ბოლქვი გალატამინს (Galanthaminum) — ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ალცჰეიმერის, პოლიომიელიტის და საყრდენ მამაძრავებელი ორგანოების დაავადების სამკურნალო პრეპარატებში შედის.
V. ზოგიერთ ქვეყანაში, ენძელას საკვებადაც იყენებენ — ისეთი კერძებიც კი არსებობს, სადაც ყვავილი მთავარი ინგრედიენტია.
VI. ენძელების კოლექციონერებს — გალანტოფილებს ეძახიან. ხოლო, ამ ყვავილის ყველაზე დიდი კოლექცია გლოსტერშირის საგრაფოშია (დიდი ბრიტანეთი).
ენძელებით ნამდვილად გატაცებული ადამიანები, მზად არიან, მცენარის იშვიათი სახეობის შესაძენად, ასობით ფუნტი გადაიხადონ.
VII. ენძელა, ბევრ ქვეყანაში, წითელ წიგნშია შეტანილი და ყვავილით უკანონო ვაჭრობა აკრძალულია.
Sunday, January 26, 2025
ის არ ვიყავი
ის არ ვიყავი
შენ რაც გეგონა, ის არ ვიყავი,არც შენ იყავი, მე რომ მეგონა,
გულში რომ ჩამრჩა შხამი ისარი,
თავს ვაჯერებდი, გულში მზე მქონდა.
შენ იყავ მუდამ ჩემი ოცნება,
დროს მინათებდი მკაცრსა და უნდილს
და გალახული ჩემი ცხოვრება,
მაინც ერთადერთს - შენს ღიმილს უდრის.
მაია დიაკონიძე
26.01. 2025 წელი
ჩვენ გავიმარჯვებთ დროზე
როგორც ადვილად ვპოულობთ,
ისე ადვილად ვკარგავთ,
არ ვუფრთხილდებით დროს ულმობს,
წლებს რომ სახეზე ქარგავს.
შეაჭკნობს ყურძნის კუმპალებს,
დაღარავს ყინვა-ქარში,
არ დაინდობს არც ფუფალებს,
გათანგავს ერთის ცდაში.
დრო თავის ბეჭედს დაგვასვამს
სულში, გულში და ხორცზე,
წლებმა რომც განვლოს ათასმა,
ჩვენ გავიმარჯვებთ დროზე..
რჩეული ლექსები
გაზაფხული მთაში
სიყვარულისა არა ვთქვი!
(ხალხურ მოტივებზე)
აღარ მენახოს!
წყალი შემასვი რა ჭიდან?
წყალი იყო თუ მაჭარი,
დადუღდა, სისხლი გამივსო
წითელი შინდის დგას ჯარი.
დოქის ტუჩს ტუჩი მივადე,
მუჯერეთული, ხვანჭკარა,
შევსვი და ღმერთი ვადიდე,
მზე, ლამაზი და თაკარა.
რამ მოგიყვანა ვენახო,
თვალში სიცოცხლედ მევსები,
აღარ მენახოს რაჭაო,
მე შენი დანაკვნესები.
Thursday, January 23, 2025
ცა და მიწა
Monday, January 20, 2025
სიყვარულის მაგია
სიყვარულის მაგია
Sunday, January 19, 2025
ეჭვიც არ შეგეპაროს! მინიმა ეთერ ისაკაძის კომენტარებით
ეჭვიც არ შეგეპაროს! (სახუმარო)






ეჭვიც არ შეგეპაროს! მინიმა
ეჭვიც არ შეგეპაროს!
ისე უცებ გაგცვლიან ქალში, ტურფა, ლამაზში,
ეჭვიც არ შეგეპაროს,- გიღალატებს, - ამაში,
აღმოაჩენ ხანდახან გაბრუებულს ანაშით,
ხან კი შენი მეტოქე - კარტია და თამაში.
მაია დიაკონიძე
19.01.2025 წელი
Saturday, January 18, 2025
არ მინდა... მინიმა
ჩავჭერ ჩვენ შორის... მინიმა
ჩავჭერ ჩვენ შორის გაბმული თოკი,
თავისუფლებას მჩუქნი და გჩუქნი,
კიდევ მეყოფა სიცოცხლის ძალა,
ეს სიყვარული წამომყვა თუკი.
ნუ მიატოვებ!
მოლოდინი
ვერ დავიპყარი
ვერ დავიპყარი
მუჭში ვიტევ, მინიმა
მუჭში ვიტევ მზეს, მთვარეს და იმათ ჩრდილებს,
უკვე თენდებაო!
უკვე თენდებაო!