Saturday, January 4, 2025

სახუმარო (პატრიოტული)

 სახუმარო

ღამეები აღარ მძინავს
თვალს ვერ ვხუჭავ ორ წუთსაც,
იმას ვდარდობ, რას გვიმზადებს
ამ წელიწადს ფორტუნა,
იქნებ კიდეც გაგვიღიმოს,
თვალი მოგვკრას დასტრესილთ,
იქნებ კიდეც შევეცოდოთ,
ჩვენზე ასე ამრეზილს.
მოგვაწოდოს ჩვენ ქართველებს
ახდენების პაკეტი,
ბედნიერი ცხოვრებისკენ
რომ გავფრინდეთ რაკეტით.
მაია დიაკონიძე
2.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment