სარკეებიდან წყნარად მიღიმის...
ვერცხლისფერია ჩემი ჭაღარა
და გაცრეცილი დამაქვს ფიქრები,
ვით უსიერში ცხენი საღარა,
დარღვეულ მკერდზე მადევს ხუნდები,
ვქარგავ და ვკერავ, ჩავაგვირისტებ,
ქართულო ცაო, ნუ გახუნდები,
გამაცისკროვნე, გამაღიმილე.
რომ არ მლახვრავდეს სამშობლოს სევდა, -
ამქვეყნიური ცხოვრების თალხი
და არწივებმა ირაო შეკრან
უკიდექანო იისფერ ცაში.
სულგამყინავი მათი ყივილი
იქცეს საბრძოლო ბუკად, ნაღარად...
სარკეებიდან წყნარად მიღიმის
მოვერცხლისფერო ჩემი ჭაღარა.
მაია დიაკონიძე
6. 10. 2020 წელი
No comments:
Post a Comment