Tuesday, January 14, 2025

ვერ ენდობი (დარიგება)

 ვერ ენდობი...

(დარიგება)
ვერ ენდობი ქვეყნად ვერვის,
შენს გულს და სულს ვერვის ანდობ,
აგერ ხედავ, რომ გიღიმის,
აგერ ხედავ, გულითადობს,
გვერდზე გახვალ, აეშლება
ლაპარაკის საღერღელი,
თემა, ვიცი, არ მეშლება,
შენ იქნები, უეჭველი.
შენს უნაზეს ფიქრებს, ვნებებს,
ამქვეყანად ნურვის ანდობ,
რომ არ მისცე თავი ენებს,
,,ძლევაი" ჰქმნა უნდა მარტომ.
მხოლოდ უფალს ანდე თავი,
მხოლოდ უფალს ესაუბრე
და ასცდები ასი თავით
შეცდომებსაც უნებურებს.
მაია დიაკონიძე
12.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment