Monday, January 13, 2025

მე მეგონა... (მინიმა)

 მე მეგონა, რომ თოვლი მოვიდა,

ასე ლამაზი და ხვავრიელი,
მაგრამ რად ტირის ასე სულმოთქმით
საბერიოში იბერიელი.

რაზე წიკწიკებს საათი გაბმით,
რად გარინდულა ეზოში ხურმა,
თითქოს დამჭკნარა ცისფერი ვარდი,
მაცოცხლებელი უმანკო სულთა.

ქარი კი კივის და მწარედ მოთქვამს,
შავ მიწას ნამწვის ბოლქვები ასდის,
და ძველისძველი მეგრული ოდა,
ცამდე ნელ-ნელა იმოკლებს მანძილს.
13.01.2025 წელი

მე მეგონა, რომ თოვლი მოვიდა,

ასე ლამაზი და ხვავრიელი,

მაგრამ რად ტირის ასე სულმოთქმით
საბერიოში იბერიელი.



მაია დიაკონიძე
12.01. 2025 წელი

No comments:

Post a Comment