Friday, January 10, 2025

დაე, მე ქართველი მერქვას!

 სანამ ისმის ზარის რეკვა

და ცხრათვალა მზე ამოდის,
მინდა, მე ქართველი მერქვას,
სხვანაირად არ გამოდის!

სანამ ცისარტყელა ჭრელი,
ეკვრის ცას და მიწას ერთად,
არ დაძმარდეს ღვინო ძველი,
დაე, მე ქართველი მერქვას!

ხოდაბუნი ყვავილობდეს,
ამაგრებდეს მიწას ძელქვა,
ვაცილებდეთ მაყრიონებს,
მე ქართველი უნდა მერქვას.

სანამ საფლავს გამითხრიდეთ,
დამადგამდეთ ჯვარს და ერთ ქვას,
სიყვარულის ვწნავდე ხიდებს,
და ქართველი მუდამ მერქვას.
მაია დიაკონიძე
10.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment