Monday, January 20, 2025

სიყვარულის მაგია

 სიყვარულის მაგია

ვიღაცაზე იტყვიან,
რა ჭკვიანი ქალია,
მაინც ვერ გადაურჩა
სიყვარულის მაგიას!
ნეტავ ეს სიჭკვიანე
კაცსაც რაში არგია,
ისიც ვერ გადაურჩა
სიყვარულის მაგიას!
სიგიჟე, სისულელე
სიყვარულის ბარგია,
გავუგზავნოთ გულები
სიყვარულის მაგიას.
მაია დიაკონიძე
20.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment