არ შეიძლება გურულებთან აღმოჩნდე და არ გახალისონ, გუშინ დიანა ჭელიძემ მომიყვა ეს ისტორია:
მიდის გზაზე დიანა და ერთი ქალბატონი, ნამცხვარი მიაქვთ, ნაპოლეონის 30 ნაჭერი, მეზობელს პურ- მარილი აქვს, გურიაში წესია, სუფრას რაღაცა უნდა შემატო, გაალამაზო, გაამდიდრო. დიანას ერთგული ძაღლი - ბათურა მიყვება გვერდზე, ასეა, სადაც არ უნდა წავიდეს, ისიც თან ახლავს. საღამოხანია, ნამცხვრების ლანგარი ვისაც უჭირავს, უცებ რაღაცას წამოჰკრა ფეხი და ათიოდე ნამცხვარი კი დაცვივდა ძირს. ბათურა სად იყო, სად არა, ეცა ნამცხვრებს და გამოძღა გვარიანად. ქალბატონებმა ივიშვიშეს, რაღას იზამდნენ, მოაწესრიგეს დარჩენილი ნამცხვრები და მიადგნენ მასპინძელს. ძაღლი ისეა, ულვაშებიც კი კრემში აქვს ამოსვრილი. დიანა ეძახის ოჯახის დიასახლისსს: ,,კოფე, კოფე მოგვაშველეთ სასწრაფოდ!", ახალშემოსული სტუმრებისგან გაუკვირდა ეს მოთხოვნა მასპინძელს. ,,გული აქვს მომსუყებული ბათურას ამდენი ნამცხვრისგან, იქნებ ჩაეწმინდოს გულ- მუცელიო", მოახსენა დიანამ სიცილით.
No comments:
Post a Comment