უჩემოდ ნუ წახვალ!
უჩემოდ ნუ წახვალ, ნუ წახვალ უჩემოდ,
ქარს მოაქვს ფიფქები ციდან,
ვით მოვა ამ ტყეში ზამთარი უჩვენოდ,
სახლში მოვიწვიოთ, ბუხარი დავუნთოთ,
სუფრა გავუშალოთ მოხუცს,
თუ ცოტა შეგვცივდა, მერე და რა ვუყოთ,
ვანახოთ ლამაზი შოუ.
ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, ნაძვის ხე მოვაწყოთ,
ისე შევეგებოთ სისხამს,
მოხუცმა, სულ მალე ყინვები მოვაო,
მანამ კი ცა ვარსკვლავს ისხამს.
მაია დიაკონიძე
15.01.2025 წელი
No comments:
Post a Comment