Thursday, January 23, 2025

ცა და მიწა

ცა და მიწა
მარტივდებოდა ცა, ვით ფურცელი,
ღრუბლებმა იგი დატოვეს თითქმის,
სადღაც ყვაოდა თეთრად კუნელი,
სურნელი იდგა ქართული მიწის.
ჩქერად ცვიოდა ცრემლი ალმასი,
რომლითაც სული წინაპრის ცხონდა,
ხმა მოისმოდა თეთრი არაგვის,
როს ბუტბუტებდა ლოცვათა კონდაკს.
ირგვლივ ხეები ისხამდნენ მანდილს,
არ ბეზრდებოდათ ჭიდილი დროსთან,
თითქოს დამოკლდა ცასთან მანძილი,
ზეიმი იყო, ზეიმი ორთა...
მაია დიაკონიძე
4.02.2024 წელი

No comments:

Post a Comment