ფიფქები
ხელისგულზე რომ ცვივიან,
გადადიან მალაყებს,
მგონი ერთად მითავაზეს
ვარსკვლავთა სილამაზე.
ჭალა-ჭალა, ეზო-ეზო,
დაფრინავენ ფართხუნით,
დიდი სიყვარული მოაქვთ
გაუმართავთ აღლუმი.
ეს ფიფქები ბოდიალა
ისე მოდი-მიდიან,
თითქოს იმათ და ჩვენ შორის,
საცალფეხო ხიდია.
მაია დიაკონიძე
28.12.2024 წელი
No comments:
Post a Comment