Wednesday, January 29, 2025

2025 წლის 25 იანვარი, ელგუჯა ციგროშვილის საიუბილეო საღამო

 

🔷 2025 წლის 25 იანვარს, შალვა კამლაძის საავტორო ლიტერატურული პროექტის „ლექსი კალიგრაფში“ და ქართულ-ბერძნული ასოციაციის „თერგი“ ეგიდით, თესალონიკში მოღვაწე პოეტის, ელგუჯა ციგროშვილის საღამო გაიმართა.
🔷 საღამოს ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკში მოღვაწე ქართველი პოეტები და ემიგრანტები.
🔷 გენერალურმა კონსულმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა ელგუჯა ციგროშვილი , აგრეთვე, პროექტის ავტორს შალვა კამლაძეს, საზღვარგარეთ ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
🔷 გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ქართულ-ბერძნული ასოციაციის „თერგი“ ხელმძღვანელს, ია ხუროშვილს და ღონისძიების მხარდამჭერი ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელს, თიკა სვანიძე-ვენკოს.

No comments:

Post a Comment