Saturday, January 18, 2025

ვერ დავიპყარი

 ვერ დავიპყარი

ვერ დავიპყარი ვერც ერთი ქედი,
ვეღარც რომი და ვეღარც ბილბაო,
ნეტავ, რითი ხარ, რისი იმედით,
ალბათ ფიქრებით ასე მკითხავო.
ჩათავდა ჩემში ყიჟინა, განცდა,
ომის და ბრძოლის დიდი სურვილი,
გულში ვახარებ სიკეთის მარცვალს,
ვაურვებ ტანჯულთ მართლის წყურვილით.
მაია დიაკონიძე
17.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment