Monday, January 27, 2025

ენძელას შესახებ

 I. აპრილის თვეში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ენძელის დღეს აღნიშნავენ — ეს მცენარე, ტრადიციოულად, გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება.

II. ენძელა — ბრიტანული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია და მის კულტივირებას მეტად სერიოზულად ეკიდებიან. ბრიტანელები თვლიან, რომ თუ ენძელებს სახლის ირგვლივ დარგავენ, ოჯახს ბოროტი ძალებისგან დაიცავენ.

III. ყვავილის ლათინური დასახელება — გალანტუსია (Galanthus), რაც სიტყვასიტყვით, «რძის ყვავილს» ნიშნავს. თუმცა, ენძელას ბევრი სახელი აქვს. მაგ., ჩეხეთში, მას «ფიფქებს» ეძახიან, ხოლო გერმანიაში — «თოვლის ზარებს», ინგლისში კი, «თოვლის წვეთის» და «თოვლის საყურის» ვარიანტებიც გვხვდება.

IV. ყვავილის ბოლქვი გალატამინს (Galanthaminum) — ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ალცჰეიმერის, პოლიომიელიტის და საყრდენ მამაძრავებელი ორგანოების დაავადების სამკურნალო პრეპარატებში შედის.

V. ზოგიერთ ქვეყანაში, ენძელას საკვებადაც იყენებენ — ისეთი კერძებიც კი არსებობს, სადაც ყვავილი მთავარი ინგრედიენტია.

VI. ენძელების კოლექციონერებს — გალანტოფილებს ეძახიან. ხოლო, ამ ყვავილის ყველაზე დიდი კოლექცია გლოსტერშირის საგრაფოშია (დიდი ბრიტანეთი).

ენძელებით ნამდვილად გატაცებული ადამიანები, მზად არიან, მცენარის იშვიათი სახეობის შესაძენად, ასობით ფუნტი გადაიხადონ.

VII. ენძელა, ბევრ ქვეყანაში, წითელ წიგნშია შეტანილი და ყვავილით უკანონო ვაჭრობა აკრძალულია.



ენძელა მართლაც საოცარი ყვავილია, გრაციოზული, ნაზი, რომანტიკული და, ამავე დროს, ყველა ყვავილზე ვაჟკაცური და გამძლე… გაზაფხულზე ის პირველი ბედავს ხოლმე თოვლში თავის წამოყოფას და მინუს 10-გრადუსიან სიცივესაც კი უძლებს იმისთვის, რათა ახაროს ყველას საოცარი ამბავი — გაზაფხულის მოსვლა…
ამ ყვავილის ლათინური დასახელებაა Galanthus და ოფიციალურად ითარგმნება როგორც „რძის ყვავილი“, ინგლისურიდან თარგმანში ენძელა — „თოვლის წვეთია“, გერმანულიდან — „თოვლის ეჟვანი“, ჩეხურიდან – „თოვლის ფიფქი“, რუსულიდან — „თოვლის ქვეშ ამოსული“…ხოლო ყვავილების ენიდან — „დამამშვიდებელი და იმედისმომცემი“…
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ენძელა დედამიწაზე ამოსული პირველი ყვავილია. ის გაჩნდა მაშინ, როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან გააძევეს. თოვდა, ევას შესცივდა, დაკარგულ სამოთხეს დასტიროდა, და მის დასაწყნარებლად რამდენიმე ფიფქი ენძელად გადაიქცა…

No comments:

Post a Comment