Monday, January 13, 2025

მოღალატეს!

 გამცემსა და მოღალატეს

არ ვწყალობდი და არ ვწყალობ,

ერთი ფიქრი მომდის გულზე,

- რად დაეცი, შე, საწყალო!


რას გაძლევენ ნეტავ ასეთს,

აამღვრიე სუფთა წყარო,

როგორც ძაღლი, იწევ ძვალზე,

 - რად დაეცი, შე საწყალო!


ვინ გასწავლა ნეტავ ტყუილი,

გაუთხარო ერთგულს ხარო,

თუ გაჭამეს  თაფლი ილის...

- რად დაეცი, შე საწყალო!



No comments:

Post a Comment