Wednesday, January 1, 2025

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"

,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"
,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!,
ბევრი არცა მაქვს სათქმელი,
მუცლის საძღომად წარიწყმედს
სულს ზოგიერთი ქართველი.
ზოგი გულს მისცემს სამშობლოს,
გამოუბია რვა ხელი,
ოცნებობს, მიწამ კვლავ შობოს,
გადამრჩენელი ქართველი.
და ერთი კითხვა მაწუხებს,
მაგრამ პასუხებს არც ველი,
ერს ჰყავდეს ანწუხელიძე, -
სიკეთეა თუ სასჯელი?!
მაია დიაკონიძე
28.12.2024 წელი

No comments:

Post a Comment