თეთრი ენძელა
რა დრო-ხანია უკვე გასული,
როცა შევჭამე პირველი ფიფქი,
ჩამოტყდა მერე თითქოს ცა ცულით,
თვალებს მტაცებდა თოვლის ქათქათი,
მერე კი უფრო ბრჭყვიალი მზეზე,
შევნიშნე ბოლოს მთვარე ქარქაშით
და დავეკიდე იმას ყურ-ყელზე.
მაია დიაკონიძე
3.01. 2025 წელი
No comments:
Post a Comment