Sunday, January 26, 2025

ჩვენ გავიმარჯვებთ დროზე

 როგორც ადვილად ვპოულობთ, 

ისე ადვილად ვკარგავთ,

არ ვუფრთხილდებით დროს ულმობს,

წლებს რომ სახეზე ქარგავს.


შეაჭკნობს ყურძნის კუმპალებს,

დაღარავს ყინვა-ქარში,

არ დაინდობს არც ფუფალებს,

გათანგავს ერთის ცდაში.


დრო თავის ბეჭედს დაგვასვამს

სულში, გულში და ხორცზე,

წლებმა რომც განვლოს ათასმა,

ჩვენ გავიმარჯვებთ დროზე..



No comments:

Post a Comment