ჩემს ძაღლს!
რომ მეფერება, ჩემი ძაღლია,
მე გამოვკვებე, მე მივეც ბინა,
რაც რომ ჩემს გულში წყენა მარხია,
შური იძიე, მკარნახობს გული,
ძაღლი კი ჩემი არ მაძლევს ნებას,
თავის უმანკო კეთილი სულით
ჩემს ფეხთან, როგორც ცოდვილი წვება.
მე დამტუქსეო, მიყვირე თუნდაც,
არ გაივლოო მაგ გულში ცუდი,
თოვლის მეხება სპეტაკი გუნდა,
სიკეთით ავსებს ამ ჩემს გულს უნდილს.
მაია დიაკონიძე
31.01.2025 წელი
No comments:
Post a Comment