Wednesday, January 1, 2025

ახლა სადა ხარ?!

 ახლა სადა ხარ?!

ჩემი ხელიდან კენკავდი ნამცეცს,
სულის და ხორცის მიწიერ საზრდოს,
ბედნიერებით ვიყავი სავსე,
რომ გიყურებდი კმაყოფილს ამ დროს.
ახლა სადა ხარ, პატარა ჩიტო,
ვის უალერსებ და ვის გულს ათბობ,
ამ ჩემს ხელისგულს ისევ შენ გითმობ,
ასე გულუხვად თეთრად რომ ათოვს..
მაია დიაკონიძე
29.12.2024 წელი

No comments:

Post a Comment