Sunday, January 26, 2025

ის არ ვიყავი

 ის არ ვიყავი

შენ რაც გეგონა, ის არ ვიყავი,
არც შენ იყავი, მე რომ მეგონა,
გულში რომ ჩამრჩა შხამი ისარი,
თავს ვაჯერებდი, გულში მზე მქონდა.

შენ იყავ მუდამ ჩემი ოცნება,
დროს მინათებდი მკაცრსა და უნდილს
და გალახული ჩემი ცხოვრება,
მაინც ერთადერთს - შენს ღიმილს უდრის.
მაია დიაკონიძე
26.01. 2025 წელი

Meri Basharadze-doreuli
მაიას: 
უფლის ქალი ხარ, სულის ჩამდგმელი, 
ირგვლივ სიყვარულს აფრქვევ. 
შენ თვითონა ხარ ცეცხლის ნაკადი, 
ვინც შენთან მოვა დასწვავ.

Maia Diakonidze
ვისთვის ვარ ცეცხლი და ვისთვის წყალი,
ვისთვის ჰაერი და ვისთვის მიწა,
ოთხი სტიქიის ვივსები ძალით,
ეს დედამიწა მფარავს და მიცავს.
მაია დიაკონიძე
26.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment