მოლოდინი
მე შენი გული მანთებს და მათბობს,
შიგნით ღვთიური ნაპეწკალია,
შენი თვალების ვერ ვითვლი ფართობს,
ცეცხლიც ხარ, წყალიც, ჰაერიც, მიწაც,
ამ დედამიწის ჟანგბადი მთელი,
ვეპაექრები მყინვარებს ცივსაც,
შენს მოლოდინში მიშრება ყელი.
მიწა ხარ, ღმერთმა რომ მოგვცა საზრდოდ,
ვენახი მწიფე, ქცეული ღვინოდ,
დავყურებ ხელზე საათის წამზომს,
უკვდავებაში დაგტოვო ვცდილობ.
მაია დიაკონიძე
16.01.2025 წელი
No comments:
Post a Comment