Saturday, January 18, 2025

უკვე თენდებაო!

 უკვე თენდებაო!

უკვე თენდებაო, მამალმა იყივლა,
სინათლის შემოსვლა გვამცნო,
ჰაერი გადმოჭრა დრო-ჟამის მარხილმა,
იცხოვრეთ ამ წუთს და წამსო.
საქმეს ნუ გადადებთ, სიკეთე აკეთეთ,
გაშალეთ ლოცვების ქოლგა
და გადააფარეთ მწვანე დედამიწას,
არა ღირს ფიქრი და მოცდა.
აქა ხარ?! უფალმა სიკეთე მოიღო,
შენ რომ მოგავლინა ქვეყნად,
დაე, ზეიმობდეს მთელი დედამიწა,
იმ დღეს, რომ დაგბადა დედამ.
მაია დიაკონიძე
18.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment