არ მეძინება!
არ მეძინება... არ მეძინება...
თითქოს ჭრიალა ზამთარი მიტევს,
თოვლის სიცივეს ვგრძნობ ამ თითებთან,
მახსოვს, შემოსულს თეთრი ეზოდან,
დედა და მამა მითბობდნენ ხელებს,
ქუდი, წინდები და ხელთათამანი
იცრემლებოდნენ ბუხართან ცეცხლზე.
არ მეძინება... არ მეძინება...
თითქოს ჭრიალა ზამთარი მიტევს,
თოვლის სიცივეს ვგრძნობ ამ თითებთან,
გაუთოშიათ გული ამ ყინვებს.
მაია დიაკონიძე
10.01.2025 წელი
No comments:
Post a Comment