Tuesday, January 28, 2025

სიყვარულისა არა ვთქვი

სიყვარულისა არა ვთქვი,

თქმა კი ძალიან მინდოდა,

თეთრი და შავი არაგვი

ჩემს კარზე ზედ დადიოდა.

ხან ერთი ამომძახებდა,

ხან კი მეორე ყიოდა,

თოვლმა სავალი ჩახერგა,

ფრთები  რაღაში მინდოდა. 

ვერა ვრჩებოდი ფორიაქს,

ზეცა ზევიდან კვირობდა,

მთას მივადექი გოლიათს,

მის ჩრდილში ძალზე ციოდა.

ხელ-ფეხი როცა შემეკრა,

ფიფქი ზედ დამაცვიოდა,

თავზე სიკვდილის მზე მედგა,

სიცოცხლე აღარ მშიოდა.


ვერა ვრჩებოდი ფორიაქს,
ცა დახმარებას ცდილობდა,
მთას მივადექი გოლიათს,
მის ჩრდილში ძალზე ციოდა.

No comments:

Post a Comment