ნუ მიატოვებ!
ნუ მიატოვებ ცეცხლში კატასაც,
ნუ მიატოვებ ძაღლის ლეკვს ქარში,
თორემ მოგიწევს ცოდვის ატანა,
თუკი მეგობარს უქციე გვერდი,
არ უპატრონე დაჭრილს შიგ გულში,
არ შეუშვირე ქარს სხვისთვის მკერდი
და სიყვარული გაცვალე ფულში.
ადამიანი არ გქვია მაშინ,
თუ ყველა ცოდვამ შენში იძალა,
გაგიდგა მერე რბილსა და ძვალში,
შენ ჩაგიდებენ ხელში იარაღს.
მაია დიაკონიძე
14.01.2025 წელი
No comments:
Post a Comment