Wednesday, January 1, 2025

ღმერთო!

 ღმერთო!

წლები ილევა და მეც ვილევი,
საკმაოდ ვზიდე ვირის კურტანი,
ხნულიც გავავლე მრავლად თეთრ ველზე,
მედგრად გავწიე ჩემი გუთანი.
ვზარდე შვილები, გავლეწე კალო,
მაგრამ საქმნელი კიდევ ბევრია,
ღმერთო, მომეცი, სულისთვის საზრდო,
არ ვთქვა, - ძალები გამომელია.
მაია დიაკონიძე
1.01. 2025 წელი

No comments:

Post a Comment