Tuesday, January 14, 2025

ცრიდა თეთრად

„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწიტელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“
(ვახუშტი ბატონიშვილი)
ცრიდა
ცრიდა თეთრად თოვლის ფანტელს,
მეც სხვა მეტი რაღა მსურდა,
ყინულების მბრჭყვინავ სარკეს
ვუბრუნებდი მზისფერ გუნდას.
იბმებოდა თოვლის ხიდი
წყალწითელას მარჯვნივ, მარცხნივ,
წნორზე თამაშობდა ჩიტი,
ყრმობის მოგონების ასლი.
ცრიდა თეთრად თოვლის ფანტელს,
მეც სხვა მეტი რაღა მსურდა,
ყინულების მბრჭყვინავ სარკეს
ვუბრუნებდი მზისფერ გუნდას.
მაია დიაკონიძე
13. 01.2025 წელი




No comments:

Post a Comment