Tuesday, June 6, 2023

(სატრფიალო)აღარ დარეკო!

აღარ დარეკო, შენს ზარს უკვე არ ველოდები,

გზად იქითისკენ მიმიცია მდუმარედ თავი,

სამზეოს, როგორც ბნელი ღამე, ბინდად ვშორდები,

მომიხსენიე ლოცვებში და წარმოთქვი: ,,ამინ!"

არ მომატყუო, არ გიყვარდი, თვითონ ვიცოდი,

არ ვიმჩნევდი და ღიმილიანს გაჩვევდი სახეს,

და ჩემს განაჩენს ველოდები, როგორც იროდი,

მისგან მოკლული ჩვილებისთვის სანთელს რომ ანთებს.

სიყვარული კი ბინდი არის, ღამე შავბნელი,

თუ არ უყვარხარ, მდინარეში ერთი მორევი,

თუ ჩაგითრია, შველას უკვე ნუღარ მოელი,

თუ კი უყვარხარ, არვინაა შენი მომრევი.

არ მომიკითხო, სანთლის სალუქ ალად გშორდები,

სიყვარულისთვის ხელჩართული ბრძოლა ძნელია,

გულსატკენია, არასოდეს განმეორდები,

უნდა დაგცილდე, არ გიყვარვარ, რა დამრჩენია.



,








No comments:

Post a Comment