მხოლოდ გმირებზე იწერება, ვიცი, ბალადა,
ნეტავ რას წერენ ორგულებზე, იქნება მითხრათ,
შემომაშველოთ, ჰე, მკითხველნო ორიოდ სიტყვა.
მოღალატე ხომ მოღალატე არის ყოვლთვის,
ის არც სამშობლოს არ დაინდობს ავისმდომელი
დაწვეს თბილისი, ოლთისი და დაწვეს ვარძია...
მათი აკვანი ნუთუ ქართველმა დედამ არწია?..
19.06. 2023 წელი
No comments:
Post a Comment