ეჰა, გმირებო მოჯარდით,
ხელი გავიკრათ ხანჯალზე,
ვეღარ ავცდებით სამსჯავროს,
თუ არ მოვედით ჯავარზე.
ხელ0დან თუ წაგვივიდა,
ვინც ბაცალიგოს კვდებაო,
თუ ქალი რომ ზის მზის იქა,
ისიც არ გვენანებაო.
გაცუდდა მაშინ ყოველი,
ლიბოში გველი ძვრებაო,
,,თინიბექაის ციხესა
კუთხი მარჯვენა სკდებაო."
აღარა ვდარდობთ არაფერს,
თინიბექაი კვდებაო,
,,ზენ ბაცალიგოს თოვლი დევს,
ბნელ ღამე გვეპარებაო.
ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს
ქვე ბაცალიგოს შრებაო
თინიბექაის ციხესა
კუთხი მარჯვენა სკდებაო.
ზედა ზის შავი ყორანი
ლიბოში გველი ძვრებაო
შიგა წევს თინიბექაი
გულსუწადინოდ კვდებაო.
გვერდს უზის ცოლი ლამაზი
სანთელივითა დნებაო
თავთან უბია ფეხთეთრი
ადგილზე ვეღარ დგებაო
თინიბექაის ციხესა.
|ხალხური|
No comments:
Post a Comment