გადაგავიწყდით!
გადაგავიწყდით
კლდეებო,
გადაგავიწყდით
მინდვრებო,
ნისლებო
- ღამის მთევლებო,
წყალნაპირებო,
რიყენო.
თქვენი
სურვილით ვივსები,
თქვენი
დანახვა მწადია,
ფარჩა
გახურავთ მზისფერი,
არც
რაა იმის ფასია.
გულს
გამიყარეთ ისრები,
მოვიდე,
არ მაქვს ძალია...
განა
იმისთვის ირთვებით,
რომ
დამიყენოთ თვალია.
5.06.
2023 წელი
No comments:
Post a Comment