საქართველო მაინც არის!
არაფერი გვაპატია
დრომ ვერაგმა, შემმუსვრელმა
და ქართველის საღვთო სისხლი
წვეთ-წვეთობით შესვა მტერმა,
ჩვენი სახლი გვაგონებდა
მერცხლის თბილ და მყუდრო ბუდეს,
დღეს დაცლილს და გამოფიტულს
ყველა მხრიდან ქარი უტევს.
სადღა არის ,,ოდოიას"
მოძახილი, ახდა ჭერის,
დღითი-დღე თუ საათ-საათ
ეფინება კედლებს მტვერი...
მზე წითელი ისე ჩადის,
ვერ გვიშუშებს ნაზამთრ წყლულებს,
მერცხლებს ხმაში ნაღველი აქვთ,
გაებზარათ ხმა ბულბულებს.
იწირება, ვით ბატკანი,
სამსხვერპლოზე უდევს თავი,
ბევრთა ცრემლის, შრომის ფასად
საქართველო მაინც არის!
იყო, არის და იქნება,
თუ ერთად დგას ერი, ბერი,
სანამ ისმის ,,ჩაკრულო" და
ჩვენი ,,მრავალჟამიერი".
მაია დიაკონიძე
6.06.2023წელი
No comments:
Post a Comment