ზღვა და მზე
ზღვა ვიყავ, თითქოს ვუყვარდი ყველას,
და ამავე დროს ვუყვარდი არვის.
შენ ანათებდი, იყავი ყველგან,
მე კიდევ შენზე მრჩებოდა თვალი.
ოქროს სხივებით ამკობდი ზეცას,
ოქროცურვილი გემოსა ტანზე,
მე კესანების სამოსი მეცვა
და საცეკვაოდ გიწვევდი ვალსზე.
შენი სხივები დამებნა გულზე,
მერე ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი,
ირგვლივ უკრავდა ჰანგები ბიზეს,
ტალღებად თრთოდა ცეკვები ძველი.
მერე დაიწყე ტაატით ჩასვლა,
როგორც სინათლე, მომაკლდი თვალში,
და ამ ჩვენს გრძნობას ნეტავ რა ერქვა,
თუ მენდელსონის ვერ შედგა მარში.
მაია დიაკონიძე
24.06.2023 წელი
No comments:
Post a Comment