ვარ ერთი დვრიტა!
ოთახში ბოლით სილუეტს ვხაზავ,
კვამლში ეხვევა თავზემოთ ჭერი,
ხან წარმოვიდგენ ოშკსა და ზარზმას,
და ჩემს ფერნაკლულ ვუცქერი დედას,
ჭაღარა თმები ეშლება მხრებზე,
მინდა სულ მუდამ გვერდში რომ მედგას,
არ ემსახუროს ,,სინიორს" და ,,ეფენდს".
მჯერა, უფალი რომ მოგვცემს ძალას, —
აღარ დავიდგათ უღელი ქედზე,
თორემ ნანახი კადრები მზარავს, —
ქვეყნის სვე-ბედი ჰკიდია ბეწვზე.
და დედა ჩემი, განაწამები,
სულ თან დამყვება აზრად და ფიქრად,
მომნატრებია მისი ალერსი,
მეც ხომ ამ ქვეყნის ვარ ერთი დვრიტა.
მაია დიაკონიძე
6.06.2023 წელი
,
No comments:
Post a Comment