იძინეთ, დედებო, იძინეთ მშვიდად,
ჩვენ თქვენი ციური ნათელი გვინდა,
ნუ მოკრებთ შავ ღრუბლებს, ნუ მოიღუშებით,
ნუ გადმოგვცქერიხართ ლუპებით, შუშებით.
ადამის ძენი ვართ, სავსე ვართ ცოდვებით,
თუ კი არ შეგვინდობთ, როგორღა ვცხონდებით,
თქვენთანაც რა პირით, რა შუბლით მოვიდეთ,
ჯვარცმას თუ ამოვშლით გენიდან როდისმე.
ვადინეთ სისხლი და ტანჯვისთვის გავწირეთ,
მას მერე ის ცრემლი კვლავ და კვლავ გვატირებს,
ნუ გადმოგცქერიხართ, დედებო, ლუპებით,
ნუ გაგვიბრაზდებით, ნუ მოიღუშებით,
თქვენს შვილებს მოგვეცით იმედი ლოცვებით,
სანამდე ჩაგვწერენ მარადის ცოცხლებში.
No comments:
Post a Comment