Thursday, June 3, 2021

პოეტს

შენი ხმა, - ზარი, დიდო პოეტო, 
ერწყმის ზანზალაკთ წკარუნს მცირეთა,
არ მოგვეშალო, ჩვენო იმედო,
- მიუხედავად ყველა მიზეზთა
მოგვაგნე მწყემსმა დაკარგულ ფარას,
აგვიხმიანე სულის სიმები,
შენი ხმა - ზარი სამყაროს ფარავს,
ვით უსასრულო მზე და იმედი. 


No comments:

Post a Comment