Thursday, June 3, 2021

გეძახი (სატრფიალო, სიმღერა))

მინდა რომ ფილტვები გავშალო ძალუმად

და შენ დაგიძახო ცხრა მთის და ცის იქით,
- მიყვარხარ, ამ სიტყვებს გაგებაც არ უნდა,
კანი გრძნობს, ყელი გრძნობს, ტუჩი გრძნობს სიცივით.
რომელიც დაგივლის, როცა მე მოგიხმობ,
როცა მთლად გამიტანს გრძნობების ჟრიალი
და მარტომგელივით შორიდან გეძახი,
- მომწყინდა უშენოდ ქვეყნად ხეტიალი.

,



No comments:

Post a Comment