უშენობა სახლობს!
შენს სახლს ვუცქერ
მრავალი წლის მერე,
ნეტავ, ახლა ისევ
მანდ თუ სახლობ,
გული მაინც ძველებურად
მღერის,
შენთანა ვარ, შენთან,
შორიახლოს.
მისამღერი:
წიკწიკებენ საათები,
საათები კედლის,
დრომ წაიღო, დრომ
წაიღო საამური წლები,
მაინც ისევ, მაინც
ისევ ძველებურად მახსოვს
შენი კოცნა, შენი
კოცნა მცხუნვარე და მწველი.
შენს ქუჩაზე შენს
კარებთან ვიცდი,
თუ კი მოხვალ, იქნებ
დაგინახო,
რა უაზროდ გაგვიფანტავს
წლები,
ჩემს სხეულში უშენობა
სახლობს.
მისამღერი:
წიკწიკებენ საათები,
საათები კედლის,
დრომ წაიღო, დრომ
წაიღო საამური წლები,
მაინც ისევ, მაინც
ისევ ძველებურად მახსოვს
შენი კოცნა, შენი
კოცნა მცხუნვარე და მწველი.
No comments:
Post a Comment