Friday, June 4, 2021

მთვარეო (სატრფიალო)

სულში კლავესინით ვიწყობ მე განწყობას,
ჩამესმის "დო, რე, მი", მღერიან ნოტები,
შენ კი არ მიყურებ, მე გიცქერ რატომღაც,
როგორც დიადემა, მოსჩანხარ ტოტებში.
სუნთვიდან სუნთქვამდე ვჩურჩულებ შენს სახელს,
ფერი და სინაზე მაშფოთებს მე შენი,
ავად ხომ არა ხარ, ო, სულის სინათლევ,
ჩამქრალი თვალები არაფრით შეგშვენის!
მიყვარხარ და თავი არარად არ მიღირს,
როცა შენ არ მყავხარ, როცა არ მიღიმი,
ტოტებში გაჩხერილს მე სევდით გიყურებ,
მთვარეო, შენს ერთგულ მეგობრად მიგულე.

No comments:

Post a Comment