მე გეტყვი ბანალურს "ძალიან მიყვარხარ'
და თან გამოყვება სიტყვათა კასკადი,
"უშენოდ ვინა ვარ", "უშენოდ არღა ვარ",
გრძნობით ვარ ავსილი დიდით და მარადით.
ქარსა ვთხოვ, დაგათროს ვარდების სურნელით,
გაგჟღინთოს ნექტარით, ვით წვიმის ღრუბელი
და იმ ჩვენს ბანალურ "ძალიან მიყვარხარ"ს,
გეტყვიან უშენოდ დაღლილი ტუჩები.
შეგახო თვალებზე სათუთი თითები,
ცხადად თუ არა და, იქ, სადღაც, სიზმარში,
და გულის სიმებზე დაკრული მუსიკით
ნიავმა გიამბოს, თუ როგორ მიყვარდი.
.
,
No comments:
Post a Comment