Sunday, June 6, 2021

ნეტავ, ისევ პატარები გვერქვას! (სიმღერა, სატრფიალო)

ნეტავ, ისევ პატარები გვერქვას!

შენი სუნთქვით ანათრთოლი სიო
ჩემთან მოდის და მიბინდავს მზერას,
ნეტავ, ახლა ორივ ერთად ვიყოთ,
ნეტავ, ისევ პატარები გვერქვას.
მაწოდებდე ბურთს, მსუბუქს და წითელს,
ქარს რომ ხშირად გამოსტაცე ხელით,
მერე ჩანთა შენ გეჭიროს მძიმე,
სკოლისაკენ მივდიოდეთ ფრენით.
ნეტავ, იმ დროს, ყვავილივით ლამაზს,
როგორ ჩქარა მოვიტოვეთ წლები,
მე ისევე უწინდელი ბაცი,
შენ ისევე გიკიდია ცეცხლი!
მაია დიაკონიძე
6.06.2021წელი



 


No comments:

Post a Comment