Sunday, June 6, 2021

გზად შემომხვდა ერთი ბიჭი (სახუმარო)

გზად შემომხვდა ერთი ბიჭი, 
ძალზე სიმპათიური,
ხელთ ეჭირა თეთრი ვარდი, 
გულყვითელა, მზიური.
შემომხედა თვალებში და  
ისე უცებ დაიბნა,
თეთრი ვარდი მომაჩეჩა,
ავერიე ნამდვილად.
ადრესატი შეეშალა,
თუ მიიღო უარი, 
მე ნამდვილად გამიმართლა,
დამრჩა სიმპათიური.


No comments:

Post a Comment