როდის, როდის დამიბერა ცელქმა სიომ,
დილის ნამი მომაყარა თვალში,
შენ იყავი იმ თითოეულ ლამაზ წვეთში,
შენი სახე ელვარებდა წყალში.
იღიმოდი ისე მხნედ და მხიარულად,
განშორებამ ვერ დაგატყო კვალი,
ერთადა ვართ თითქოს ისევ, ძველებურად
ფოთლებივით მივფარფატებთ ქარში,
გვეხვევიან წყლის წვეთები, აკინძულებს
გულზე ვისხამთ, როგორც ცისფერ იებს,
ეჰ, მაშინაც ეს სამყარო გვამხნევებდა,
გვპირდებოდა ფეხბედნიერ ბილეთს,
რომ გვენახა ბუდაპეშტი, პრაღა, რომი,
ღიმილებად მოვდებოდით მილეთს,
შენ გაფრინდი, მე, - ბეღურა, სახლში დავრჩი,
გელოდები, შენ, - გადამფრენ ფრინველს.
No comments:
Post a Comment