აქ, ამ არეზე, სუსხია, ცივა,
ლექსთა ჩანჩქერის ვუყურებ ვარდნას,
ბულბულებს ნაზი ბულბული სცვივათ,
ვეღარ უმღერენ წვიმიან ვარდნარს.
აქ, ამ არეზე, სუსხია, ცივა,
ლექსთა ჩანჩქერის ვუყურებ ვარდნას,
ბულბულებს ნაზი ბულბული სცვივათ,
ვეღარ უმღერენ წვიმიან ვარდნარს.
მე მიხარია, საქართველოვ, ვარ შენი შვილი,
რომ შენს მიწაზე დამირწია აკვანი დედამ,
შენი ჩონგური დღეს ვერ მღერის სიმებაშლილი,
კვლავ ვუსათუთებ ჩემს კერაზე ცეცხლის ნაღვერდალს.
თუ ალბიონზე აინთება მზე კიდევ ერთხელ,
ნიშანი არის, ცოცხალია ქართველი გენი,
გადავაგორებთ ამ დღესაც და რა არის მერე?!
უიმედობას შეუპყრივართ, - ვერ. აღწერ ენით.
მაინც ხმაურობს ალაზანი, თერგი, იორი...
და ფეთქავს გული სვეტიცხოვლის დიადი ტაძრის,
ვერ დადუმდება მიწა დიდი გალაკტიონის,
საქართველოა ჩვენი სუნთქვა, ცხოვრების აზრი.
მაია დიაკონიძე
21.08.2023 წელი
შორენას ბედი
მფრინავ პეპელას რა უნდა ნეტავ?!
წოვოს ყვავილის ტკბილი ნექტარი,
ეწიოს ფიქრებს ნაზსა და ნეტარს,
როგორც ასული ციხე კვეტარის.
და თუ გაფრენაც იქნება ბოლო,
ხანმოკლე არის სიცოცხლე პეპლის,
ნუ აღმოჩნდება ეს ფრენა ოღონდ,
გაზიარება შორენას ბედის.
27.06.2024 წელი
ექსპრომტად დაგვიანებულ ეკა ჯავახიშვილს!