Sunday, June 16, 2024

 შენი სახე აღარ მეცნო,

 და ალბათ შენც ვერ მიცანი,

ორივეს რა ბედი გვერგო,

შვილებს ერთი მიწისანი,

აქა ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს,

შევეთვისეთ უცხო მიწას,

დავემსგავსეთ ჩვენ გერმანელთ,

იერი გვაქვს უკვე სხვისა.

მაგრამ გული ისე ფეთქავს,

ერიტმება თითქოს უფალს,

გულისცემით გიცან, ძმაო,

ქართველობა შენს გულს უთქვამს.





No comments:

Post a Comment