განა ყველა ვინც აქ მოდის,
უდარდელად მიდის,
თან მიჰყვებათ დიდი დარდი
ცოლის, ძმის თუ შვილის,
ზოგს სამშობლო რომ ერჩივნა
ყველაფერს და თავსო,
იმის მეტი საფიცარი
სულ რომ არა ჰყავსო,
აქა რჩება, ამ მიწაზე,
ფესვს იდგამს ვით მუხა,
სული კიდევ მტრის ჯინაზე,
დაბრუნდება უკან.
No comments:
Post a Comment