Monday, June 10, 2024

ჰე, დედამიწავ!

 ჰე, დედამიწავ!

შენი მკერდიდან ამოვედი,ჰე, დედამიწავ,
ხე ვარ, საუნჯე, ნატვრისთვალი, ნატვრების ხე ვარ,
მომჩერებია ათასობით მგზნებარე თვალი,
მე კი შენს მკერდზე ვფერადობ და მდუმარედ ვდგევარ.
ვერ შევასრულე იქნებ რამდენ ბავშვის ოცნება,
იქნებ ჩიკორი უნდოდათ ან წითელი ბურთი,
ღერძის გარშემო მოტრიალე ზესაოცრებავ,
რა ბედენა ხარ, თუ პატარას ვერ უხდენ სურვილს.
მაია დიაკონიძე
10.06.2024 წელი


No comments:

Post a Comment